როგორ ავირჩიო ელექტრო სკუტერი
პრაქტიკული გზამკვლევი: რას ნიშნავს მაღაზიაში ჩამოწერილი ციფრები, რომელი მათგანია მართლა მნიშვნელოვანი და როგორ არ გადაიხადო ზედმეტი იმაში, რაც არ გჭირდება.
1. ძრავის სიმძლავრე (W)
ეს განსაზღვრავს, რამდენად თავს გაართმევს სკუტერი აღმართს და აჩქარებას.
- 250–350W — თანაბარი ქალაქური გზისთვის საკმარისია. მსუბუქი მძღოლისთვის მცირე აღმართსაც აიღებს.
- 500W და მეტი — თბილისის რელიეფისთვის შესამჩნევად კომფორტულია. აღმართზე სიჩქარეს არ კარგავს და 90+ კგ მძღოლსაც უჭერს მხარს.
თუ შენი მარშრუტი ბრტყელია, 350W სავსებით საკმარისია და ფულს დაზოგავ. თუ დღეში ერთხელ მაინც აღმართია — 500W სჯობს.
2. ბატარეა და სვლის მარაგი
ბატარეა ორი ციფრით იწერება: ძაბვა (V) და ტევადობა (Ah). მაგალითად 36V / 10.5Ah. რაც მეტია Ah, მით უფრო შორს წახვალ ერთი დამუხტვით.
მნიშვნელოვანი: გამოცხადებული მარაგი ყოველთვის იდეალურ პირობებშია გაზომილი — თანაბარი გზა, მსუბუქი მძღოლი, საშუალო სიჩქარე. რეალურად ჩვეულებრივ 20–30%-ით ნაკლებს მიიღებ. სიცივეში კიდევ უფრო ნაკლებს.
დათვალე შენი ყოველდღიური მარშრუტი და გაამრავლე ორზე (იქით და უკან), მერე დაუმატე მარაგი. თუ დღეში 10 კმ გჭირდება, 25–30 კმ-იანი სკუტერი კომფორტულად გეყოფა.
3. საბურავები — ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი დეტალი
ეს არის პარამეტრი, რომელიც ყოველდღიურ კომფორტზე ყველაზე მეტად აისახება, თუმცა მასზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.
- 8–8.5 ინჩი — მსუბუქი და კომპაქტური. კარგია გლუვ ასფალტზე.
- 10 ინჩი — ორმოებს, ბზარებსა და ბორდიურებს ბევრად უკეთ ითმენს. თბილისის ქუჩებისთვის შესამჩნევად სასიამოვნოა.
4. წონის ლიმიტი
თუ მძღოლის წონა ლიმიტთან ახლოსაა, სკუტერი უფრო ნელა ჩქარდება, აღმართს ჭირს და ბატარეაც სწრაფად ჯდება. აირჩიე ისეთი, სადაც შენს წონასა და ლიმიტს შორის მინიმუმ 20 კგ მარაგი რჩება.
5. მუხრუჭები
ელექტრო (რეკუპერაციული) მუხრუჭი ენერგიას აბრუნებს, მაგრამ მარტო მასზე დაყრდნობა სველ გზაზე არ ღირს. სჯობს, სკუტერს ორი დამოუკიდებელი სისტემა ჰქონდეს — ელექტრო წინ და მექანიკური უკან.
6. კეცვა და წონა
თუ სკუტერს ლიფტში, მეტროში ან მანქანის საბარგულში ატარებ, 12–14 კგ დიდი განსხვავებაა 18 კგ-თან. ერთხელ მაინც ასწიე შეძენამდე.
რას ნიშნავს ეს QROLI-ის მოდელებზე
| Qroli D8 PRO | Qroli V10 | |
|---|---|---|
| ფასი | 850 ₾ | 1 125 ₾ |
| ძრავი | 350W | 500W |
| სიჩქარე | 25–30 კმ/სთ | 35 კმ/სთ |
| ბატარეა | 36V / 10Ah | 36V / 10.5Ah |
| საბურავები | 8.5 ინჩი | 10 ინჩი |
| წონის ლიმიტი | 125 კგ | 150 კგ |
აირჩიე D8 PRO, თუ მარშრუტი ძირითადად ბრტყელია და კომპაქტურობა
გინდა.
აირჩიე V10, თუ აღმართებია, გზა არათანაბარია, ან 100 კგ-ზე მეტი იწონი.
როგორ გავუფრთხილდე ბატარეას
ბატარეა სკუტერის ყველაზე ძვირი ნაწილია და მისი რესურსი ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, როგორ ეპყრობი:
- ნუ დატოვებ სრულად გაცლილს დიდხანს — თვეში ერთხელ მაინც დამუხტე.
- დამუხტვის დასრულების შემდეგ დამტენი გამორთე.
- ზამთარში ინახე ოთახის ტემპერატურაზე, არა ბალკონზე ან სარდაფში.
- ცივი ბატარეა ჯერ გაათბე და მერე დამუხტე.
რას ვამოწმებთ მიწოდებამდე
ყველა QROLI-ის სკუტერი გაგზავნამდე მოწმდება: ბატარეის დამუხტვა, მუხრუჭები, სამუხრუჭე და განათების სისტემა, საბურავების წნევა და კომპლექტაცია. ბატარეაზე ვრცელდება 6 თვის გარანტია.
შემდეგი ნაბიჯი
ნახე მიმდინარე მოდელები და ფასები, ან გაიგე მეტი განვადებით შეძენაზე. თუ ვერ გადაწყვიტე, დაგვირეკე — მარშრუტს ერთად შევხედავთ და შესაფერისს შემოგთავაზებთ.
მოდელების ნახვა